ცეცხლმოკიდებული ავტომობილები კიევში - მომიტინგეების შურისძიება ძალოვნებზე

ცეცხლმოკიდებული ავტომობილები კიევში - მომიტინგეების შურისძიება ძალოვნებზე

კიევში, უმაღლეს რადასათან ახლოს, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ძალოვანების ორ სატვირთო ავტომობილს, რომლითაც სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, TSN-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა პარტია "რეგიონების" ცეტრალური ოფისი დაიკავეს. პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, დემონსტრანტები შენობაში შეიჭრნენ.

ცოტა ხნის წინ კიევში ვითარება კვლავ დაიძაბა. ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც უმაღლეს რადასთან მიახლოებას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. აქტივისტებმა კი მათ ქვები დაუშინეს.

შეტაკების შედეგად დაშავებული ათზე მეტი ადამიანია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა