უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ადასტურებს, რომ კიევში დღეს გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც მიხეილ უკლებამ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, დაღუპული 1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურციაა.
"ოჯახი საქმის კურსშია. ჩვენ ვესაუბრებთ მის ნათესავს მობილური ტელეფონით", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
"საქმეში ჩართულია საკონსულო სამსახური და ის გაუწევს ოჯახს დახმარებას, რომ დაღუპულის სამშობლოში დროულად გადმოსვენება მოხდეს", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.
კიევში დღეიდან კვლავ არეულობა დაიწყო, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა.
ვიდეო
Ambebi.ge გთავაზობთ პირდაპირ ჩართვას კიევიდან