კიევში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა (+LIVE)

კიევში დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა (+LIVE)

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დახმარების თხოვნით სამედიცინო დაწესებულებებს 351-მა დაშავებულმა მიმართა, მასობრივი აქციების 241 მონაწილე კი ჰოსპიტალიზირებულია.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების 79 წარმომადგენელი, 5 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი და სამი 18-წლამდე ახალგაზრდაა.

გარდა ამისა, როგორც უკრაინული სააგენტო censor.net იტყობინება, სასულიერო პირებთან საუბრის შემდეგ, "ბერკუტმა" მიხაილოვის ქუჩიდან უკან დახევა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ წუთებში ძალოვანებმა შეაჩერეს აქტიური ქმედებები. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაიდანზე უფრო მეტი ძალოვანი იმყოფება, ვიდრე დემონსტრანტი.

ევრომაიდანი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული.

იხილეთ ასევე: 20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა