ჯენიფერ ლოპესმა აღიარა, რომ ყოფილი მეუღლე ისევ უყვარს

ჯენიფერ ლოპესმა აღიარა, რომ ყოფილი მეუღლე ისევ უყვარს

ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი, მარკ ენტონი ისევ უყვარს. მეუღლეს ლოპესი ორი წლის წინ დაშორდა.

"მე ისევ მიყვარს მარკი, როგორც ჩემი შვილების მამა და საუკეთესო მეგობარი. ვფიქრობ, ყოველთვის მეყვარება. უცნაურად ჟღერს, ალბათ. რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ბედმა ჩახლართული პირადი ცხოვრება მარგუნა, რომელიც იდეალურს არ ჰგავს. ჩემი დამოკიდებულება მარკთან სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეკუთვნოდით და იძულებულნი ვიყავით ქორწინება შეგვენარჩუნებინა. უბრალოდ, მე უწინდებურად მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ",-აღიარა მსახიობმა.

ლოპესის თქმით, ყოფილ მეუღლესთან განქორწინება ძალიან მტანჯველი იყო. მან წიგნიც კი დაწერა, რომ ტკივილს გამკლავებოდა. ჯენიფერმა ყოფილ მეუღლეს ორი შვილი გაუჩინა. ამჟამად, 44 წლის მომღერალი კასპერ სმარტს ხვდება, რომელიც მასზე 18 წლით უმცროსია.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება