ლვოვის "ბერკუტმა" კიევი დატოვა ლუცკის მილიცია კი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა (+LIVE)

ლვოვის "ბერკუტმა" კიევი დატოვა ლუცკის მილიცია კი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა (+LIVE)

ლვოვის "ბერკუტმა" მომიტინგეებთან დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი თქვა და კიევი დატოვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პარტია "თავისუფლებას" დეპუტატმა , მიხაილ ბლავაცკიმ ევრომაიდანზე მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ასევე, ცნობილია, რომ ლუცკის მილიციამ ოფიციალურად განაცხადა დემონსტრანტების სოლიდარობის შესახებ და ხალხის მხარეს გადავიდა.

რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები ლუცკის მილიციის საქალაქო განყოფილებასთან მივიდნენ. დემონსტრანტებთან მილიციის უფროსი გამოვიდა და განუცხადა, რომ სამართალდამცავები ნებდებიან.

"მილიციას არ უნდა კონფლიქტი და ხალხის მხარეს გადადის", - განაცხადა მილიციის უფროსმა ვასილი მარჩიშაკმა.

ამასთან, censor.net-ის ცნობით, მოგვიანებით, ლუცკის მილიციამ მომიტინგეებს რეზინის ხელკეტები და ჩაფხუტები დაურიგა. თუმცა, ცეცხლსასროლი იარაღი მათთვის არ გადაუციათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა