სერგეი ლავროვი - რუსეთი თავის გავლენას გამოიყენებს, რათა უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს

სერგეი ლავროვი - რუსეთი თავის გავლენას გამოიყენებს, რათა უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს

რუსეთი მთელ თავის გავლენას გამოიყენებს, რათა უკრაინაში მშვიდობამ და სიმშვიდემ დაისადგუროს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ამასთან, სერგეი ლავროვმა აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერები ადეკვატურად არ რეაგირებენ რადიკალების ქმედებებზე.

"თანმიმდევრულ რეაქციას ვერ ვხედავთ ვერც ევროპელი პოლიტიკოსებისა და სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ უკრაინაში რადიკალური ძალების ქმედებებზე მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკისრია. რუსული მხარე მოითხოვს, რომ "მოედნის" ლიდერებმა შეაჩერონ სისხლისღვრა თავიანთ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი კანონიერ ხელისუფლებასთან მუქარისა და ულტიმატუმების გარეშე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა