რამდენი მილიონი შემოსავალი აქვს ჯორჯ სოროსს 1 დღეში

რამდენი მილიონი შემოსავალი აქვს ჯორჯ სოროსს 1 დღეში

ჯორჯ სოროსის ქონება 2013 წელს 5.5 მილიარდით გაიზარდა.

ამის შესახებ The Financial Times-ი LCH Investments -ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

შესაბამისად, გასულ წელს სოროსის მოგება ერთ დღეში 15 მილიონზე მეტს შეადგენდა. აღნიშნული შედეგი სოროსის საინვესტიციო ფონდის Quantum Endowment-ის წარმატებული მუშაობის დამსახურებაა.

გასულ წელს სოროსის ფონდმა, რომელიც 28.6 მილიარდის აქტივებს ფლობს, საინვესტიციო ფონდებს შორის ყველაზე მეტი სარგებელი ნახა და ამგვარად, აჯობა თავის მუდმივ კონკურენტს Bridgewater Pure Alpha-ს.

ბოლო რამდენიმე წელია Quantum-ი ლიდერობისთვის ჰეჯ-ფონდ Bridgewater Pure Alpha-სთან იბრძვის. Bridgewater-ს რეი დალიო (Ray Dalio) ხელმძღვანელობს. 2011 წელს დალიოს ფონდმა სოროსის ფონდს აჯობა და წლიურად 13.8 მლრდ დოლარი გამოიმუშავა. 2013 წელს კი, პირიქით, სოროსის ფონდს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა.

მთლიანობაში, დაფუძნების მომენტიდან (1972 წ.) Quantum Endowment-ის საინვესტიციო ფონდმა სოროსს 39.6 მლრდ დოლარი მოუტანა.

გასული წლის სექტემბერში ჟურნალმა Forbes-მა ჯორჯ სოროსის ქონება 20 მლრდ დოლარად შეაფასა.

წყარო:

BPN.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა