მაიდანზე შტურმის დროს აქციის მონაწილეებმა მილიციის ოფიცერს რუსეთის შსს-ს შევრონი ააგლიჯეს

მაიდანზე შტურმის დროს აქციის მონაწილეებმა მილიციის ოფიცერს რუსეთის შსს-ს შევრონი ააგლიჯეს

კიევში, მაიდანზე შტურმის დროს აქციის მონაწილეებმა მილიციის ოფიცერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შევრონი ააგლიჯეს. ამის შესახებ მაიდანის სცენაზე გამოაცხადეს და მტკიცებულება წარმოადგინეს.

"ეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შევრონია, რომელიც ადამიანებმა ოფიცერს შტურმის დროს ააგლიჯეს. ეს რეალური მტკიცებულებაა და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს",- განაცხადეს სცენიდან და ეს ინფორმცია ასევე რუსულ და პოლონურ ენებზე გაიმეორეს.

"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება და შევრონის გარდა, სხვა მტკიცებულებაც იქნება, მაშინ ეს იმდენად სერიოზული საქმეა, რომ იანუკოვიჩის მთავრობისგან აღარაფერი უნდა დარჩეს. რადგან ერთი საქმეა, როდესაც იყენებ შიდა ძალებს და სხვა საქმე, როდესაც უცხოეთის ძალოვნებს იხმობ",- აღნიშნეს მაიდანის სცენიდან.

ნაპოვნი შევრონი მაიდანის კომენდანტს, ანდრეი პარუბის გადასცეს და ახლა გამოძიებას მოითხოვენ, რომ გაარკვიონ, ნამდვილად მონაწილეობენ თუ არა რუსული ძალები უკრაინული მაიდანის დაშლაში.

მომზადებულია censor.net.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა