ევრომაიდნიდან დაჭრილები გაჰყავთ - სამოქალაქო ომი უკრაინაში (+LIVE)

ევრომაიდნიდან დაჭრილები გაჰყავთ - სამოქალაქო ომი უკრაინაში (+LIVE)

კიევში, ევრომაიდნიდან დაჭრილები გაჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებიც დაჭრილების გადარჩენას ცდილობენ და მათ პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

მომიტინგეების გარდა დაშავებული არიან სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილები.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

ამასთან, კიევში, ევრომაიდნის აქტივისტებმა უმაღლესი რადას შენობის შტურმი დაიწყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

Ambebi.ge გთავაზობთ პირდაპირ ჩართვას კიევიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა