უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა კიევში, ცოტა ხნის წინ განახლებული დაპირისპირების შედეგად. ამის შესახებ censor.net წერს. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებს, ინსტიტუტსკის ქუჩაზე მდებარე შენობებზე განთავსებული სნაიპერები ესვრიან.

ამ დროისთვის მაიდანზე უმრავი დაშავებულია და არ ჰყოფნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.

ბოლო ინფორმაციით, მომიტინგეებმა "უკრაინის სახლიდან" "ბერკუტი" განდევნეს და შენობა დაიკავეს.

გრუშევსკის ქუჩაზე კი ათობით ძალოვანი ევრომაიდნის თავდაცვას ჩაბარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 იყო.

მომზადებულია censor.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა