რუსეთი უკრაინასთან თანამშრომლობას იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ქვეყანაში მთავრობა ლეგიტიმური და ეფექტური იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
უკრაინის მთავრობა უნდა მოიქცეს ისე, რომ მათზე, "როგორც ჩვარზე, ფეხები არ შეიწმინდონ",- ციტირებს მედვედევის სიტყვებს Интерфакс-ი.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა "დაიცვას ადამიანები, სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე დგანან და იმავე ადამიანებს იცავენ".
"მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სრულფასოვანი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება",- დასძინა მედვედევმა და მთავრობის დანარჩენ წევრებს სთხოვა, ეს პოზიცია გაიზიარონ.
მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.