კიევში ბოლო 2 დღის განმავლობაში დემონსტრანტებისა და მთავრობის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. დამოუკიდებლობის მოედანი, მთელი დღის განმავლობაში ცეცხლის ალშია გახვეული.
დღეს დილით მომიტინგეებმა ძალოვანებს კონსერვატორიის შენობიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად 4 პოლიციელი დაიჭერა. დაჭრილი და გარდაცვლილია ასევე რამდენიმე დემონსტრანტი. ბოლო ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 50 ადამიანი გარდაიცვალა.
ევაკუაცია გამოცხადდა უკრაინის უმაღლეს რადაში, რომელზეც აქტივისტებმა იერიში მიიტანეს.
Ambebi.ge გთავაზობთ ყველაზე დრამატულ კადრებს, რომელიც კარგად ასახავს კიევის გასული საათების სისხლიან მოვლენებს.