რა მოსწონს ქალში ენრიკე ეგლესიასს?

რა მოსწონს ქალში ენრიკე ეგლესიასს?

მას შემდეგ, რაც მომღერალი ენრიკე ეგლესიასი რუს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვას 12 წლიანი რომანის შემდეგ დაშორდა, ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ, რა მოსწონს ვარსკვლავს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში და როგორ პარტნიორთან გადაწყვეტს დაქორწინებას.

ენრიკეს თქმით, ქალის სხეულის ყველაზე სექსუალური ნაწილი ფეხებია და ლამაზი ფეხებისთვის ყველაფერს დათმობდა. მომღერლის თქმით, მისი ოცნების ქალს კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. ვარსკვლავს შეუყვარდება მხოლოდ ის გოგონა, რომელი ენრიკეს "უკბილო" ხუმრობაზეც კი გულიანად იკისკისებს.

"ძალიან მიყვარს ფეხები. მომწონს, გოგონას კარგი იუმორის გრძნობა რომ აქვს. არ მიყვარს ქალები, რომლებიც სერიოზულები არიან. როგორც წესი, სისულელეებს ვყვები ხოლმე და თუ ქალს ამაზე ეცინება, ესე იგი სექსუალურია", - განაცხადა ენრიკემ ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია starpulse.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება