უკრაინის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება

უკრაინის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება

უკრაინის ცენტრში ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ევრომაიდანზე შეკრებილებს სცენიდან მოუწოდებენ, გაამაგრონ ბარიკადები და პროვოკაციებს არ წამოეგონ.

აქტივისტებს გარდაცვლილთა ცხედრები დამოუკიდებლობის მოედანთან ახლოს, სასტუმრო "უკრაინაში" გადააქვთ.

მაიდნის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ოლგა ბოგომოლეცის განცხადებით, სასტუმროში ამ დროისთვის 30 ცხედარია. მისივე თქმით, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 351 მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებს სნაიპერები ესვრიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა