კიევში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა (+LIVE)

კიევში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა  (+LIVE)

კიევში კიდევ ერთი ქართველი, დავით ყიფიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყიფიანის ცხედარი კრეშატნიკის მოედანზე იპოვეს და მას სნაიპერის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

რაც შეეხება კიევში გარდაცვლილ კიდევ ერთ ქართველს, ზურაბ ხურციას, იგი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხურცია მაიდანზე გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბოლო დღეებია კიევში სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. არსებული მონაცემებით დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა