უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სააგენტო Unian ავრცელებს.

"უკრაინაში არსებულ სამოქალაქო კონფლიქტში სამხედროების ჩათრევა ხდება, რაც მიუღებელია. ამან შესაძლოა მიგვიყვანოს როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვამდე, რაც დაუშვებელია. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის, ოფიცრის და ხელმძღვანელის, რომელიც პასუხისმგებელია თავის ხელქვეითებზე. ამიტომ ვტოვებ თანამდებობას", - ნათქვამია გენერალ-ლეიტენანტ იური დუმანსკის განცხადებაში.

ამასთან, Unian-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მეორე ხმაურიანი გადადგომაა. გუშინ თანამდებობა გენშტაბის თავკაცმა ვლადიმირ ზამანმა დატოვა.

მომზადებულია Unian-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა