"ახალი ხმის" სკანდალური კონკურსანტი ბორის ბედიას სოფლის კატას უწოდებს

"ახალი ხმის" სკანდალური კონკურსანტი ბორის ბედიას სოფლის კატას უწოდებს

"ახალი ხმის" ბოლო სეზონის კონკურსანტი ქრისტინე მარტიაშვილი მომღერალ ბორის ბედიას "ფეისბუქზე" სოფლის კატას უწოდებს. სავარაუდოდ, ქრისტინეს გაღიზიანება ბორის ბედიას ინტერვიუებმა გამოიწვია, სადაც ბედია აღნიშნავს, რომ ის გენდერული თანასწორობის წინააღმდეგია.

"ჩემგან შორს ისეთი ქალი, რომელსაც ლიდერის თვისებები აქვს! გენდერული თანასწორობის დიდი წინააღმდეგი ვარ. ეს ხომ საერთოდ დეგენერატის მოგონილია!... ამის მთქმელი კაცი უკვე ჩვარია! ნამდვილი ოჯახი გენდერულ თანასწორობაზე კი არა, ნდობასა და სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული. კაცი რომ გქვია და ძლიერი სქესი ხარ, ოჯახში წამყვანი ფიგურა უნდა იყო", - აღნიშნავს ბედია ინტერვიუში.

ამ სტატუსის გამო რამდენიმე დღის წინ ბედიას ნუგზარ ერგემლიძის ვაჟმა, გიორგი ერგემლიძემ "სუნიანი *..." უწოდა. რასაც თავის მხრივ, ბორის ბედიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი ერგემლიძისნაირ ”ლოხებზე” სალაპარაკოდ არ სცალია, რადგან ახლა უკრაინაშია, სადაც გამალებული ”გულაობა” მიდის.

ქრისტინე მარტიაშვილმა "ამბები.გე-ს" განუცხადა, რომ იმ მომენტში, როცა ბორის ბედიას სოფლის კატა უწოდა, ასეც ფიქრობდა.

"მარტივი მისახვედრია, რამ გააღიზიანა იმ ინტერვიუში ხალხი, მეც გავღიზიანდი. ახსნა-განმარტებას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, რასაც ვფიქრობდი, ის დავწერე. ნამდვილად არ მაქვს ინტრიგების თავი", - განაცხადა მარტიაშვილმა, რომელმაც ბორის ბედიას სალანძღავი პოსტი ”ფეისბუქზე” უკვე წაშალა.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება