დიკაპრიოს თავმდაბალი და იუმორის გრძნობის მქონე გოგონები მოსწონს

დიკაპრიოს თავმდაბალი და იუმორის გრძნობის მქონე გოგონები მოსწონს

ლეონარდო დიკაპრიოს სუპერმოდელი საყვარლების შესახებ ბევრჯერ დაწერილა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლეოს გვერდით ყოველთვის გამორჩეული ქალი იდგა, მსახიობს ხელი არცერთისთვის უთხოვია. რა არის ამის მიზეზი?

ტელეარხ CBS-ის დილის გადაცემაში დიკაპრიომ გეილ კინგის კითხვებს უპასუხა, თუ რას აფასებს ყველაზე მეტად მსახიობი გოგონებში. დიკაპრიომ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი "მოკრძალება და იუმორის გრძნობაა". ასევე, მსახიობის თქმით, მისი რჩეული ურთიერთობებში "დრამას" არ უნდა აწყობდეს.

ტელეწამყვანმა მსახიობს პოტენციური საცოლის გაცნობაც შესთავაზა, რამაც მსახიობი გაამხიარულა  - "არა, ამჟამად ისედაც ყველაფერი წესრიგში მაქვს. მაგრამ ქორწინება მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა, ეს თავისთავად უნდა მოხდეს", - განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, ამჟამად ლეოს ოფიციალურ საყვარლად მოდელი ტონი გარნი მიიჩნევა. ლეოს ყოფილ საყვარლების სიაში არიან - ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი, ჟიზელ ბუნდჰენი, ბლეიკ ლაივლი და სხვა.

წამყვანმა მსახიობს "ოსკარზე" თავისი პირველი ნომინაციის (ფილმისთვის What's Eating Gilbert Grape) გახსენებაც სთხოვა, რაზეც ლეონარდომ მიუგო: "მახსოვს, მქონდა საოცარი შიში, რომ შესაძლოა, სცენაზე ქანდაკებით ხელში ავსულიყავი. ვიღაცამ მითხრა, რომ ცერემონიას მილიარდი ადამიანი უყურებდა - მაშინ მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ამ ყველაფრის გამო მუხლებიც კი მიკანკალებდა და ამიტომ არც კი მსურდა გამარჯვება",- აღნიშნა დიკაპრიომ.

წამყვანმა ლეოს "ტიტანიკიც" გაახსენა და ჰკითხა, ხომ არ აღიზიანებს, როდესაც ადამიანები ამდენი წლის შემდეგაც აგრძელებენ მასთან ამ ფილმზე საუბარს.

"იცით, ეს დიდი ხნის წინ იყო და ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ "ტიტანიკზე" კითხვები მაღიზიანებს, მაგრამ სინამდვილეში, მე ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ. გარდა ამისა, ეს ფილმი დამეხმარა საკუთარი კარიერა გამეკონტროლებინა",- განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, ფილმისთვის "უოლ სტრიტის მგელი" ლეონარდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის "ოსკარზეა"   წარდგენილი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება