ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა კრიზისის დარეგულირებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა კრიზისის დარეგულირებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დარეგულირებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერას გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, ასევე საფრანგეთის წარმომადგენელი. პუტინის წარგზავნილი რუსეთის წარმომადგენელი ვლადიმერ ლუკინი იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში არ იმყოფებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა