რა ახსენებს ბავშვობას ეკო ფანგანს

რა ახსენებს ბავშვობას ეკო ფანგანს

ჩვენი რუბრიკის მიზანია, ცნობილ ადამიანებს კონკრეტულად დავასახელებინოთ ის ადგილები, სადაც ყველაზე კარგ მომსახურებას იღებენ და საუკეთესო პროდუქციას იძენენ, იქნება ეს ტანსაცმლის მაღაზია თუ, ვთქვათ, კაფე ან რესტორანი. ამ თემაზე მოდელსა და ტელეწამყვან ეკო ფანგანს და შოუმენ კოტიკო თოლორაიას ვესაუბრეთ.

ეკო ფანგანი:

- ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ და ტანსაცმელს იქ ვყიდულობ, მაგრამ ყოველდღიურ რაღაცებს აქაც ვიძენ. დავდივარ River Island-ში, სადაც ყოველდღიურად ჩასაცმელი ძალიან ლამაზი ქვედაბოლოები აქვთ. ძალიან ხშირად ვიცვამ ასევე დიზაინერ დიანა კვარიანის სამოსს. უცბად თუ რამე განსხვავებული დამჭირდა, მასთან ვყიდულობ. ''თბილისი მოლიც'' ძალიან მომწონს. ტელევიზიებში რომ ვმუშაობდი და გადაღებისთვის რამე დამჭირვებია, უცბად წავსულვარ და მიყიდია. სულ ვამბობ, ცოტა ფული და გემოვნება თუ გაქვს, იქ მშვენივრად ჩაიცვამ.

- ფეხსაცმელებსა და ჩანთებს სად ყიდულობ?

- ფეხსაცმელებს და ჩანთებს აქ არასდროს ვყიდულობ. წელიწადში ორჯერ ევროპაში, კერძოდ კი ბერლინსა და იტალიაში მიწევს ხოლმე წასვლა და იქ ვიმარაგებ. ჯინსი უფრო იშვიათად მაცვია, მაგრამ არც ესენი მიყიდია აქ. არის რაღაც მაღაზიები და უნდა გავიარო. ამბობენ, ''დისქუაიერდის'' ჯინსები კარგიაო, მაგრამ მგონი, მაინც არ არის ნამდვილი და პატენტია.

- სად იკვებები?

- ფრანგული რესტორანია აბაშიძეზე - Le Marais და ყოველდღე იქ დავდივარ. მშია, არ მშია, ყველაფერზე იქ შევდივარ. ახლა ყიფშიძეზე ძალიან მაგარი ფრანგული ბარი გაიხსნა - BreadBar-ი და საუზმეზე იქ დავდივარ. ფუნთუშები ძალიან მიყვარს და ძალიან გემრიელი აქვთ. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ასეთი ჩამოყალიბებული მოსაზრება, თუ კვების ობიექტში გემრიელი კლაბსენდვიჩია, ძირითადად, იქ კარგი საჭმელებია ხოლმე. კიდევ რუსულ-უკრაინულ სამზარეულოზე ვგიჟდები, კიევური კატლეტით დაწყებული, ''ვარენიკებით'' დამთავრებული. ამ ყველაფრის საჭმელად ''კალინაში'' დავდივარ. ძალიან მაგარი ინტერიერია და გემრიელად ზიხარ. ჭურჭელიც ცოტა ძველებურია და ბავშვობას მახსენებს, მომწონს.

- ქართული კერძების საჭმელად სად დადიხარ?

- ქართული საჭმელები ძალიან მიყვარს, მაგრამ ქართულ რესტორნებში ასე ხშირად არ დავდივარ. ''მაჭახელაში'' მივდივარ ხოლმე, როცა აჭარული ხაჭაპურის ჭამა მინდა. ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდი მიწევდა ტაშ-ფანდურში ყოფნა და შესაბამისად, ძალიან ქართული რესტორანი რასაც ჰქვია, ყველგან ნამყოფი ვარ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება