ნინი ცნობილაძე: "დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''

ნინი ცნობილაძე: "დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''

ნინი ცნობილაძემ, მართალია, პროფესიად ჟურნალისტობა აირჩია, მაგრამ ამ სფეროში არ აპირებს საქმიანობას. ''ახალმა ხმამ'' მისი გეგმები მთლიანად შეცვალა. ახლა მისი მიზანია, სიმღერაში რაც შეიძლება, მეტი გააკეთოს. დიდი სურვილი აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაამტკიცოს, რომ კარგი მომღერალია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

''საშინლად წუპაკი ბავშვი ვიყავი''

- ნინი, მშობლები რას საქმიანობენ?

- მამა სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა.  წლების განმავლობაში კულტურის სფეროში მოღვაწეობდა. ახლა პატარა ბიზნესი აქვს. დედა მუსიკოსია. ადრე კონსერვატორიაში ასწავლიდა, ახლა ევგენი მიქელაძის სახელობის სკოლაში ასწავლის, ფორტეპიანოს განხრით.

- როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი?

- განსაკუთრებული სიყვარულის ამბავი არ ჰქონიათ. მეგობრების წრეში გაიცნეს ერთმანეთი და ორ კვირაში დედა მამას ცოლად გაჰყვა. ეს გათხოვებისთვის ძალიან მოკლე პერიოდია, მაგრამ, როგორც ჩანს, მამამ იმდენად მოხიბლა დედა, რომ არაფერი არ აინტერესებდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც იყო - დაახლოებით თხუთმეტი წელი. ფოტო დედასა და მამას ქორწილში აქვთ გადაღებული. მთავარია, რომ ჩემი მშობლები დღემდე ჩემთვის სიყვარულისა და ოჯახის მაგალითი არიან. მეგობრულად და კარგად ცხოვრობენ. ერთმანეთს სულ გვერდში უდგანან. მინდა, ჩემ გვერდითაც ისეთივე იდეალური ადამიანი იდგეს და ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც ჩემს ოჯახშია.

- როგორც ვიცი, გყავს ძმა. მომდევნო ფოტო, როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, მასთან და დედასთან ერთად გაქვს გადაღებული.

- ჩემი ძმა წარმატებული ბანკირია და საქმიანობაში სულ წინ მიიწევს. მცირე ხნის წინ დაოჯახდა და ველოდებით ბავშვს. ის ჩვენს ოჯახში პირველი პატარა იქნება და ყველას ერთი სული გვაქვს, როდის დაიბადება. ჩემი ძმა და რძალი 23 წლისები არიან. დაოჯახებასთან დაკავშირებით მე ცოტა სხვა შეხედულებები მაქვს. თუმცა მინახავს ოჯახებიც, ცხრამეტი წლიდან რომ ერთად არიან. ყველაზე მთავარია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებ ცხოვრებას.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება