იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება

იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება

უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლევა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულს ხმა 310 დეპუტატმა მისცა.

უკრაინის ექსპრემიერი, იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა