უკრაინის ყოფილი შს მინისტრი ბელარუსში გაიქცა

უკრაინის ყოფილი შს მინისტრი ბელარუსში გაიქცა

უკრაინის შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი  ვიტალი ზახარჩენკო ბელორუსში გაიქცა. ინფორმაციას სააგენტო Unian-ი ავრცელებს. "ზახარჩენკო ბელორუსში გაიქცა. მან ცოტა ხნის წინ გადაკვეთა უკრაინა-ბელორუსის საზღვარი", - ციტირებს სააგენტო ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვიტალი ზახარჩენკო პოსტიდან წუხელ გაათავისუფლა. ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ზახარჩენკოს გათავისუფლების მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა, რაც ძალოვანებისთვის იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემაში გამოიხატება.

მისივე თქმით, რადას მიერ მიღებული დადგენილება ძალაში მიღების მომენტიდან შედის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა