უკრაინაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

უკრაინაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

უკრაინაში, მასობრივი აქციების შედეგად დაღუპულთა საპატივსაცემოდ ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გაცემულ ბრძანებაშია აღნიშნული, 22 და 23 თებერვალს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები, არ გაიმართება გასართობი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ცვლილებები შევა ტელე-რადიო გადაცემებში.

ამასთან, მაიდანზე გუშინ დაღუპული აქტივისტების გამოსამშვიდობებელი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა.

უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 18-20 თებერვალს ძალადობრივ დაპირისპირებებში 77 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ევრომაიდნის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ოლგა ბოგომოლეცის განცხადებით, დაღუპულია სულ მცირე 85 აქტივისტი, დაშავებულია დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი. მისივე თქმით, თითქმის ყველა დაღუპული სნაიპერის ტყვიითაა მოკლული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა