ნიკოლას მადურომ ბარაკ ობამა მოლაპარაკებებზე მიიწვია

ნიკოლას მადურომ ბარაკ ობამა მოლაპარაკებებზე მიიწვია

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

"ვენესუელასა და აშშ-ს შორის დიალოგის მოწოდებით გამოვდივარ. მოდით, გავმართოთ მაღალი დონის დიალოგი და სიმართლე მაგიდაზე დავდოთ", - განაცხადა ნიკოლას მადურომ. მისივე თქმით, დიალოგი რთული და კომპლექსური იქნება.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ვენესუელამ ქვეყნიდან სამი ამერიკელი დიპლომატი დაითხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვენესუელას ხელისუფლება ქვეყანაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივ დარბევაში დაადანაშაულა, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა, 137 კი დაშავდა.

თავის მხრივ, ნიკოლას მადურომ აშშ ვენესუელას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა