დავით ჟვანია - ტიმოშენკომ უკრაინულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა

დავით ჟვანია - ტიმოშენკომ უკრაინულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ციხიდან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ დიდ პოლიტიკაში მის დაბრუნებას აზრი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა დავით ჟვანიამ განაცხადა.

"ტიმოშენკოს გათავისუფლების აუცილებლობაში დარწმუნებული ვარ. ეს ფეტიში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს ისტორია, ვგულისხმობ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ისტორიას. ტიმოშენკოს წერილები, ტიმოშენკოს გამონათქვამები, ტიმოშენკოსთან ვიზიტები - შეუძლებელია ქვეყანამ ციხეში მყოფი ტიმოშენკოთი იცხოვრობ. ის უნდა გამოვიდეს ციხიდან", - განაცხადა დავით ჟვანიამ.

ამასთან, დეპუტატის მიიჩნევს, რომ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იუშენკოსთან და ვიქტორ იანუკოვიჩთან კონფლიქტებში საკუთარი თავი ამოწურა და დროა, გზა უფრო ახალგაზრდა პოლიტიკოსებს დაუთმოს.

"მას ეყოფა მამაცობა იმისთვის, რათა გააცნობიეროს, რომ იუშენკოსა და იანუკოვიჩთან დაპირისპირებების შედეგად უკრაინულ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურა" - აღნიშნა დავით ჟვანიამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა