იანუკოვიჩის რეზიდენციის ფოტოები - "გაუგონარი ფუფუნება" (+25 ფოტო)

იანუკოვიჩის რეზიდენციის ფოტოები - "გაუგონარი ფუფუნება" (+25 ფოტო)

"უკრაინსკაია პრავდა"  უკრაინის  პრეზიდენტის,  ვიქტორ იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს"  რეზიდენციის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ფოტოები შოკისმომგვრელ და გაუგონარ ფუფუნებას ასახავს - რეზიდენციაში მხოლოდ ერთი ჭაღის ღირებულება დაახლოებით 100 000 დოლარია.

"მეჟიგორიეს" რეზიდენცია სულ 140 ჰექტარზეა. ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი მდებარეობს. ჯერჯერობით ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს იანუკოვიჩის მთავარი, ხუთსართულიანი რეზიდენციის ინტერიერის ფოტოების მოპოვება, თუმცა, შეძლეს სხვა, ზღვის ნაპირზე მდებარე რეზიდენციის ფოტოობიექტივში ასახვა. რეზიდენცია იანუკოვიჩის და მისი სტუმრების დასასვენებლად იყო განკუთვნილი.

როგორც ცნობილია, იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს" რეზიდენცია ცარიელია და იქიდან იანუკოვიჩის პირადი ნივთები გატანილია.  ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი წუხელ, გვიან ღამით დატოვა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ხარკოვში ჩაფრინდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა