„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“

„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“

ქართულ საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპული შეხედულებაა გავრცელებული, მაგალითად ის, რომ ქალი მძღოლი არასდროს ატარებს კარგად, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ღალატი მამაკაცს ეპატიება და სუსტი სექსის წარმომადგენელს - არა და ა.შ. ალბათ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. რამდენიმე ასეთი სტერეოტიპის შესახებ მომღერალ ვერიკო ტურაშვილის აზრი მოვისმინეთ.

- არის თუ არა რაიმე ქართულ ტრადიციებში, რაც ნაკლებად მოგწონს?

- ალბათ, არის ბევრი რამ, მაგრამ ახლა კონკრეტულად არ მახსენდება, რამე რომ მაღიზიანებდეს. თუკი თავად ჩამომითვლი, შემიძლია, კონკრეტულ რამეზე გიპასუხო.

- მაგალითად, დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა რომ ყო-ველთვის არაკეთილგანწყობილია. ამას თუნდაც სხვადასხვა ქართული ანეკდოტი მოწმობს.

- არ ვეთანხმები, რომ დედამთილსა და რძალს შორის აუცილებლად დაძაბული დამოკიდებულება უნდა იყოს. მაგალითად, მე და ჩემი დედამთილი უახლოესი მეგობრები ვართ, თუმცა გათხოვების პირველ ეტაპზე იყო მომენტები, როცა ეს დამოკიდებულება მთლად ასეთი არ ყოფილა. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა დედას მაინც აქვს ეგოისტური მომენტი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს საგანგაშოა, ამას უფრო ბუნებრივად მივიჩნევ. არის ისეთი შემთხვევები, როცა რძალი შედის ოჯახში და ამ ოჯახს მისგან სრულიად განსხვავებული ტრადი-ციები აქვს. მერე ასწავლიან, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს და შეგუება უჭირს. იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ ყველა შემთხვევაში დედამთილია დამნაშავე, რადგან ბევრი ცუდი რძალიც ვიცი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება