იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იულია ტიმოშენკო საპყრობილიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" იულია ტიმოშენკოს პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის რადამ გუშინ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინსიტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა. უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულს ხმა 310 დეპუტატმა მისცა.

უკრაინის ექსპრემიერი, იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალად რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა