უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას რადას დეპუტატებიც ადასტურებენ. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში, იური მიროშნიჩენკომ განაცხადა.
იანუკოვიჩის გადადგომის თაობაზე ცოტა ხნის ოპოზიციონერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა "ტვიტერზე" დაწერა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩის გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხანში გამოქვეყნდება.
საპყრობილიდან გაათავისუფლეს იულია ტიმოშენკო. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" იულია ტიმოშენკოს პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის რადამ გუშინ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინსიტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა. უმაღლესმა რადამ იმ მუხლის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რომლითაც იულია ტიმოშენკო იყო დაპატიმრებული. აღნიშნულს ხმა 310 დეპუტატმა მისცა.
უკრაინის ექსპრემიერი, იულია ტიმოშენკო 2009 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალად რუსეთთან გაზის ხელშეკრულების დადებისას უფლებამოსილების გადამეტებაში და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ყოფილ პრემიერს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე იხილეთ:
იანუკოვიჩის გაუგონარი ფუფუნება - ფოტოები რეზიდენციიდან (+25 ფოტო)