კოტე თოლორდავამ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა

კოტე თოლორდავამ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთმა მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, კოტე თოლორდავამ სერიალი დატოვა.

კოტესთან დაკავშირება ვერ შევძელით, თუმცა ვესაუბრეთ მის მეუღლეს, განო მელითაურს, რომელმაც ინფორმაცია დაგვიდასტურა.

განო მელითაური:

- ეს ინფორმაცია სიმართლეა, კოტე უკვე აღარ ითვლება ამ სერიალის მსახიობად. როგორც ვიცი, ბოლო სეზონია და "ჩემი ცოლის დაქალები" სრულდება, მაგრამ ასე გადაწყვიტა სცენარის ავტორმა, რომ კოტეს მანამდე დაეტოვებინა სერიალი.

- მისი წამოსვლა რაიმე უკმაყოფილებამ გამოიწვია?

- არა, პირიქით...

- დიტოს პერსონაჟი აღარ იყო საჭირო?

- ეს სცენარისტს, ქეთი დევდარიანს უნდა ჰკითხოთ. როგორც ვიცი, კოტე და მისი მეგობრები, "ბაბულიკები" ავარიაში მოყვნენ, წყალში ჩაცვივდნენ და მხოლოდ სანდრექსა გადარჩა. თუ რატომ, ამაზე პასუხი არ მაქვს.

- კოტეს გული არ სწყდება?

- არა, ნამდვილად არ სწყდება. ამ სერიალში რაც უნდა გაეკეთებინა, ნამდვილად გააკეთა და ღვაწლი ასე მაღალ ნოტაზე დაასრულა. უსასრულოც არაფერია. გარდა ამისა, ძალიან გადატვირთული იყო, უბრალოდ შეუძლებელია ამდენი რამის ერთმანეთთან შეთავსება. კოტეს სამი ახალი პრემიერა აქვს ჭოლასთან, დიმა ხვთისიაშვილთან, რამდენიმე სპექტაკლი მოზარდშიც. ჩართულია თითქმის ყველა მოქმედ წარმოდგენაში. "იმედშიც" ახალ პროექტში აიყვანეს. "პალიტრა ტვ"-ზე გადაცემა დავიწყეთ. ძალიან დაკავებულია. ასე რომ, იმდენი საქმე აქვს, არ მოიწყენს. საქმის ნაკლებობას არ განიცდის და პროფესიულ ზრდას განაგრძობს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება