იანუკოვიჩი უკრაინის დატოვების სანაცვლოდ მესაზღვრეებს თანხას სთავაზობდა

იანუკოვიჩი უკრაინის დატოვების სანაცვლოდ მესაზღვრეებს თანხას სთავაზობდა

უკრაინელმა მესაზღვრეებმა თვითმფრინავს, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა, დონეცკის დატოვების უფლება არ მისცეს, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ.

"დღეს დონეცკის აეროპორტიდან იყო მცდელობა ჩარტერული რეისის შესრულებისა, შესაბამისი სასაზღვრო პროცედურების გავლის გარეშე", - განაცხადა გუშინ ღამით, საზღვრის დაცვის სამსახური წარმომადგენელმა სერგეი ასტახოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, როცა ადგილზე კონტროლიორები გამოცხადნენ და თვითმფრინავის გაფრენისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება დააპირეს, მათ შეირაღებული ადამიანების ჯგუფი გადაეღობათ. მათ კონტროლიორებს თანხა შესთავაზეს, სანაცვლოდ კი თვითმფრინავის გაფრენა გაუფორმებლად მოითხოვეს.

მესაზღვრეების უარის შემდეგ თვიმფრინავს ორი დაჯავშნული ავტომანქანა მიუახლოვდა, ბორტიდან კი თავად იანუკოვიჩი ჩამოვიდა და ერთ-ერთი ავტომობილის საშუალებით აეროპორტის ტერიტორია დატოვა.

სად აპირებდა გაფრენას იანუკოვიჩი, მესაზღვრეებისთვის უცნობი დარჩა, რადგან რეისი გაფორმებული არ იყო.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, იანუკოვიჩი ქვეყნის სხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე არ დაფიქსირებულა.

მესაზღვრეების ინფორმაციით, ბორტზე ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა. უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩმა უკრაინა დატოვა და რუსეთში გაფრინდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა