საპროტესტო აქციაზე 5 წლის გოგონა გარდაიცვალა - ტრაგედია ტაილანდში

საპროტესტო აქციაზე 5 წლის გოგონა გარდაიცვალა - ტრაგედია ტაილანდში

შეიარაღებულმა პირებმა აღმოსავლეთ ტაილანდში, ანტისამთავრობო აქციაზე ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 5 წლის გოგონა გარდაიცვალა, ათობით ადამიანი კი დაიჭრა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

BBC-ს ცნობით, იცნიდენტი ღამით, ხაო სამინგის რაიონში მოხდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს და ასაფეთქებელი ნივთიერებები ესროლეს დემონსტრანტებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ანტისამთავრობო აქციაზე, სახელწოდებით "სახალხო დემოკრატიული რეფორმების კომიტეტი".

ტაილანდში სიტუაცია მას შემდგომ გამწვავდა, რაც ნოემბერში ანტისამთავრობო აქციების ტალღა დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პრემიერ-მინისტრ ინგლაკ ჩინავატრას გადადგომას და დროებითი მთავრობის დანიშვნას.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა