5 ფილმი, რომელიც 2014 წელს აუცილებლად უნდა ნახო (+VIDEO)

5 ფილმი, რომელიც 2014 წელს აუცილებლად უნდა ნახო (+VIDEO)

კინომოყვარულებისთვის Adami.ge-მ სხვადასხვა გავლენიანი კინოსაიტების რეკომენდაციები შეკრიბა და ერთად მოუყარა თავი წლის ყველაზე რეკომენდირებულ 5 ფილმს.

იხილეთ ვიდეო: ხუთივე რეკომენდირებული ფილმის თრეილერი

1 - 22 Jump Street

საყოველთაოდ აღიარებული კომედიის სიქველი.

მონაწილეობენ ჩანინგ ტატუმი, ჯონა ჰილი, აის კუბი, ემბერ სტივენსი და სხვები...

ფილმი ეკრანებზე მიმდინარე წლის 13 ივნისს გამოვა.

2 - Only Lovers Left Alive

ჯიმ ჯარმუშის ფილმი დეტროიტში მაცხოვრებელ მიწისქვეშა ნიჭიერ მუსიკოსზე, რომელიც 60 დღით ჩაიკეტა სახლში.

მთავარ როლებში: ტომ ჰიდსტონი, ტილდა სუინთონი, მია ვასიკოვსკა და სხვა. ფილმი კანის ფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძვის.

3 - Interstellar

ფილმი საუკეთესო რეკომენდაციებით.

მონაწილეობენ: ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩასტეინი, მეთიუ მაკ-კონეჰი, კეისი აფლეკი, მაიკლ კეინი

რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი.

სიუჟეტი მომავალ დროში ვითარდება. ეს არის პერიოდი, როდესაც აღარ არსებობს საკვები კაცობრიობის გამოსაკვებად... იშლება სახელმწიფოები და იხსნება საიდუმლო ხვრელი კოსმოსში...

4 - Nymphomaniac

ფილმი მხოლოდ სრულწლოვანებისთვის!

რეჟისორი და სცენარის ავტორი: ლარს ვონ ტრიერი

მონაწილეობენ: შარლოტა გინსბურგი, კრისტიან სლეიტერი , ჯეიმი ბელი, ვილიამ დეფო , უმა თურმანი, შაია ლაბაფი

ფილმში ნიმფომანი საკუთარი ეროტიკული გამოცდილებების შესახებ უამბობს კაცს, რომელმაც ის ცემას გადაარჩინა. მოკლედ, ეს უნდა ნახოთ, თუმცა მათ, ვინც უკვე შესრულდა 18 წლის...

დაბოლოს, 5 - The Grand Budapest Hotel

პოპულარული რეჟისორის ვეს ანდერსონის ახალი ფილმი - The Grand Budapest Hotel, პოპულარული ევროპული სასტუმროს ლეგენდარული კონსიერჟის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმი კინოთეატრებში 2014 წლის 7 მარტს გამოვა. მასში მონაწილეობას იღებენ: ბილ მიურეი, რალფ ფაინსი, ედუარდ ნორტონი, უილიამ დეფო, ოუვენ ვილსონი, ტილდა სვინტონი და ა.შ.

იხილეთ ვიდეო: ხუთივე რეკომენდირებული ფილმის თრეილერი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება