როგორ გამოიყურება ირინა შეიკი რობერტო კავალის წვეულებაზე?

როგორ გამოიყურება ირინა შეიკი რობერტო კავალის წვეულებაზე?

28 წლის რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იტალიელი დიზაინერის, რობერტო კავალის ახალი მაღაზიის გახსნაზე მიიწვიეს.

ირინამ წვეულებაზე ყველას ყურადღება მიიპყრო. მას ტანზე გამოკვეთილი, მუხლამდე ლურჯი კაბა ეცვა, რომელსაც სექსუალური, ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ჰქონდა.

ირინას ხშირად ეკითხებიან, რა არის მისი სრულყოფილი სხეულის საიდუმლო - მოდელის თქმით, მისი მოვლილი ტანი სპორტისადმი სიყვარულის დამსახურებაა და ამასთან, ვარჯიში არ ეზარება.

"სხეულზე მუშაობას ვაღმერთებ! ჩემი საყვარელი საქმიანობაა - აერობიკა და სირბილი. ამ მხრივ, მიჭირს, როდესაც ვმოგზაურობ, მაშინ ვზარმაცდები. მიყვარს კარგად ჭამაც, ამიტომ საკუთარი თავისთვის საუკეთესო ბალანსის მოძებნას ვცდილობ", - ამბობს შეიკი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება