"როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია" - ირაკლი კაკაბაძე "მუხროვანის ვიდეოქრონიკას" ავრცელებს

"როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია" - ირაკლი კაკაბაძე "მუხროვანის ვიდეოქრონიკას" ავრცელებს

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სააკაშვილის, ადეიშვილის, თარგამაძის, უგულავასა და ახალაიას წინააღმდეგ მუხროვანის ამბოხის პერიოდის ვიდეოკომპრომატებს ავრცელებს.

"პირდაპირი მტკიცებულება: როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია და ძმანი მათნი. წამების ხმები კარგად ისმის შენობიდან - ეს ხდება მუხროვანის ამბოხების დროს. ნაცბანდის უმაღლესი ეშელონები ესწრებიან ამას. რატომ არ აძლევს პროკურატურა ამაზე რეაქციას? რატომ არ ხდება ეს მასალები საჯარო? ეს უკვე დანაშაულია ადამიანობის წინაშე. კარგად შეხედეთ.

წამების ხმები პირდაპირ ისმის შენობიდან - თანაც ეს არაკაცები თვითონ იღებდნენ ამ ყველაფერს - თან ყველა იქაა: სააკაშვილი, უგულავა, ახალაია, გივია, ადეიშვილი - ამის მერე იტყვიან: 'რეჟიმი არ გაასამართლოთო' - მიმიფურთხებია ეგეთი საქართელოსთვის, სადაც ასეთ რეჟიმს არ გაასამართლებენ!

ხალხმა უკვე ათიათასობით საჩივარი შეიტანა და უამარავი ფაქტობრივი ნივთმტკიცებაა წარმოდგენილი - მათს შორის საჯაროდ. ამის არდანახვა შეუძლებელია. აქ საქმე პრემიერმა კი არა პროკურატრამ და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ობიექტურად. პრემიერს არაფერი ესაქმება ამ პროცესებში - მას თავისი საქმეც ბევრი აქვს. ხალხი უკვე დიდი ხანია ითხოვს რეჟიმის გასამართლებას...

ახალაია და გივი თარგამაძე როგორ მიდიან 'გვამების' საწამებლად და მოსაკლავად.. სპეცრაზმთან ერთად. მუხროვანის ქრონიკა. ძალიან საინტერესო კადრებია შსს-დან გამოჟონილი.

ფაშისტური 'შავრაზმელი' ნაცების რეჟიმი - როგორ ეძებენ და ქმნიან 'გვამებს' - სირცხვილია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება! და ესენი კიდევ სხვებს ჭკუას ასწავლიან. ფუი..

როგორ ეძებს მიშა სააკაშვილი 'გვამებს' მუხროვანში - რატომ არ დგება სააკაშილის პასუხისმგებლობის საკითხი? ხომ ვიცით, რომ კრიალაშილი სინამდვილეში მოკლეს ძვირფასი ნახატების გულისთვის. და თვითონ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს მუხროვანის ოპერაციას", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: "მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს