ალექსანდრე ნავალნი დააკავეს

ალექსანდრე ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს შენობასთან რუსი ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნი დააკავეს. ინფორმაციას "ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს. ამასთან, ამ დრომდე უცნობია, რა მიზეზით დააკავეს რუსი ოპოზიციონერი.

მოსკოვში, ზამოსკვორეცკის სასამართლოში ე.წ. "ბალოტნაიას საქმეზე" დაკავებული რვა ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"ბიბისის" ინფორმაციით, სასამართლოს შენობასთან ომონისა და შინაგანი ჯარების სამხედროები არიან მობილიზებული. შენობასთან იმყოფებიან ბრალდებულების მხარდამჭერებიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა