რაზე შეთანხმდნენ პუტინი და მერკელი უკრაინასთან დაკავშირებით

რაზე შეთანხმდნენ პუტინი და მერკელი უკრაინასთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ინფორმაციას "ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

ამასთან, "ბიბისის" ცნობით, მერკელი და პუტინი ასევე შეთანხმდნენ, რომ უკრაინამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მოქმედი მთავრობის ფორმირება.

ანგელა მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია უკრაინაში სტაბილურობით როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამასთან, ევროკომისიამ განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად, როგორც კი ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა