პანჩო დაქორწინდა - "3 წელი ვმალავდით ამ გრძნობას"

პანჩო დაქორწინდა - "3 წელი ვმალავდით ამ გრძნობას"

მუსიკოსი პანჩო დაქორწინდა. მისი რჩეული ანი სხირტლაძეა.

Ambebi.ge პანჩოს დაუკავშირდა:

- პანჩო გილოცავთ დაქორწინებას.

– საიდან გაიგეთ?

– თქვენმა მეგობრებმა გვითხრეს, ვინ არის თქვენი რჩეული?

– ერთ კვირაში ვისაუბრებ ამის შესახებ. ჩემი რჩეული 29 წლის ანი სხირტლაძეა.

– სად გაიცანით ანი?

– ანი 3 წლის წინ ქუჩაში გავიცანი. კლიპისთვის გოგონა მჭირდებოდა, ვინც მომეწონებოდა ქუჩაში ვთავაზობდი კლიპში გადაღებას, ანისაც ასე შევთავაზე, დამთანხმდა და შეგვიყვარდა ერთმანეთი.

– აქამდე მალავდით ამ სიყვარულს?

– კი, 3 წელი ვმალავდით ამ გრძნობას. რამდენიმე დღის წინ კი გადავწყვიტეთ დაქორწინება.

– ქორწილის გადახდას გეგმავთ?

– ქორწილები და პანაშვიდები არ მიყვარს. არ ვაპირებთ ქორწილის გადახდას. ისედაც ბედნიერები ვართ.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება