დეფი ბიჭის მამა გახდა - "ძალიან მაგარი შეგრძნებაა"

დეფი ბიჭის მამა გახდა - "ძალიან მაგარი შეგრძნებაა"

დავით დეფი გოგიბედაშვილი ბიჭის მამა გახდა. პატარა ქვეყანას რამდენიმე კვირის წინ მოევლინა. დეფიმ 2012 წელს იქორწინა ქეთი ჯანაშვილზე, რომელიც ინგლისური ენის სპეციალისტია. "ამბები.გე" დავით დეფი გოგიბედაშვილს დაუკავშირდა:

– ბატონო დავით, გილოცავთ ბიჭის შეძენას...

– დიდი მადლობა.

– რა დაარქვით პატარას?

– პატარას დემეტრე დავარქვით, ეს ჩემი მესამე შვილია. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ამ ასაკში მამობა.

– რომელ კლინიკაში დაიბადა დემეტრე?

– დემეტრე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა. აქტიურად ვარ ჩართული მის აღზრდაში. ჩემს მეუღლეს ვეხმარები ბავშვის მოვლაში. წონა და სიმაღლე არ ვიცი, ასეთი რაღაცები ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება