რადამ უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა

რადამ უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა

უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტობის მსურველებს საკუთარი კანდიდატურების დასახელება 25 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

ამავდროულად, "ლიგა.ნეტ"-ი ავრცელებს ცესკოს თავმჯდომარის, მიხაილ ოხენდოვსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების ჩასატარებლად დაახლოებით ორი მილიარდი გრივნა გამოიყო, საიდანაც თანხის 85 პროცენტი ხელფასებზე გადანაწილდება. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით, მილიარდ 600 მილიონ გრივნას შეადგენდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა