ფიცხი და საშიში ნაომი კემპბელის მორიგი გამაოგნებელი შოუ მილანის მოდის კვირეულზე (+4 ფოტო)

ფიცხი და საშიში ნაომი კემპბელის მორიგი გამაოგნებელი შოუ მილანის მოდის კვირეულზე (+4 ფოტო)

მისი კოლეგები კარიერას 25 წლის ასაკში ასრულებენ, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი კი 43 წლის ასაკშიც პოდიუმის დედოფალია. 

"შავი ავაზა" მილანის მოდის კვირეულის საპატიო სტუმარი იყო. კემპბელმა სხვა მოდელებთან ერთად გერმანელი დიზაინერის, ფილიპ ფლეინის კოლექცია წარმოადგინა. გრანდიოზული შოუ მომღერალმა რიტა ორამ გახსნა.

ნაომი კარიერის მანძილზე მსოფლიოს ყოველდღიური სკანდალებით აოცებს. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ხოლო პარამეტრები: 86-61-86. მას მოდის სფეროში დასაქმებული ახალგაზრდა მოდელები უფრთხიან. ფიცხი ხასიათის გამო დღემდე ესწრება სიბრაზის მართვის კურსებს. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ნაომის მსგავსი სრულყოფილი პროპორციების მქონე გოგონა საუკუნეში მხოლოდ ერთი იბადება. კემპბელი წარმატებას დედას, მეგობარ იმანსა და ჯანი ვერსაჩეს უმადლის. 

"როდესაც მოდელობა დავიწყე, კასტინგის რეჟისორები და სტილისტები არ არსებობდნენ. ეს ყველაფერი დიზაინერის საქმე იყო. დიზაინერებთან ძალიან ახლოს ვიყავით. დღეს ეს კავშირი ახალგაზრდა მოდელებსა და დიზაინერებს შორის არ არსებობს. გოგონები კოსტუმებს ირგებენ და ზოგჯერ მხოლოდ ჩვენებაზე ეცნობიან ადამიანს, რომლის შექმნილი სამოსიც საზოგადოებას უნდა წარუდგინონ. ჩემს წარმატებას დედას, მეგობარ იმანსა და ჩემი ცხოვრების ყველაზე ღირსეულ მამაკაცს, ჯანი ვერსაჩეს ვუმადლი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო, ყოველი წლის 15 ივლისს, ჯანის გარდაცვალების დღეს ეკლესიაში მივდივარ და სანთელს ვანთებ", - ამბობს ვარსკვლავი. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება