ნინი ბადურაშვილისა და კოტე თოლორდავას წყვილი - ახალი ინტრიგა

ნინი ბადურაშვილისა და კოტე თოლორდავას წყვილი - ახალი ინტრიგა

"ორი ვარსკვლავის" მორიგი წყვილის წარდგენა მიწევს და შემიძლია ვთქვა, რომ საქმე საკმაოდ ძლიერ დუეტთან გვაქვს. დიახ, ორი რეიტინგული ადამიანის: მსახიობ კოტე თოლორდავასა და მომღერალ ნინი ბადურაშვილის ინტერვიუები უნდა შემოგთავაზოთ.

გასულ თვეებში, ნინის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, მომღერალი მშვიდი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. უვლის საკუთარ გოგონას, აკეთებს თავის საქმეს და ახლა მეგაშოუში მონაწილეობისთვის ემზადება. ის "ამბები.გე"-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ნინი, როგორც ვიცი, "ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც" გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ უარი უთხარი. რატომ?

- მას მერე, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში დაიწყო, სულ მქონდა იქიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ნოე გამუდმებით მიწვევს, რომ ვიცეკვო. პირველ სეზონზე, ვერ გავრისკე, მეორე წელს, რაღაც საქმე მქონდა და ვერ მოვახერხე, მესამე სეზონისთვის ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მყავდა ორი თვის გაჩენილი და არ იქნებოდა ლამაზი, სწორი და არც არნაირ ნორმაში არ ჩაჯდებოდა, რომ მეცეკვა. ამიტომაც ვთქვი უარი. წელს "ვარსკვლავების" მეოთხე სეზონი უნდა დაიწყოს და შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ისევ მაქვს, მაგრამ ამჯერად არჩევანის გაკეთების საშუალება მომეცა, რადგანაც ნოემ ჩვენთვის სრულიად ახალ შოუში - "ორი ვარსკვლავი" მიმიწვია. მოკლედ, ან უნდა მეცეკვა, ან მემღერა. გადავწყვიტე, ვიმღერო. ასე, ალბათ, იმიტომ გადავწყვიტე, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავები" მეტ დროს წამართმევს, თუმცა არც აქ არის ცოტა შრომა და დრო საჭრო, მაგრამ იმას ამაზე მეტი დრო და ენერგია მიაქავს. თან, ძალიან უნდა მოინდომო, თავი გადადო. იმის გამო, რომ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ჯერ პატარაა, მეცოდება და მიჭირს მისი ხანგრძლივი დროით სხვასთან დატოვება. ის კი არა, ახლაც დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ვტოვებ, სულ მენატრება.

- რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, რომ "ორი ვარსკვლავის" მსგავს კონკურსში იყავი ჩართული, რომელსაც "იმედის ტალღა" ერქვა. შენი პარტნიორი მსახიობი ზაზა იაქაშვილი იყო...

- კი, "იმედის ტალღის" ერთ-ერთ სეზონში მე და ზაზა იაქაშვილი ვმონაწილეობდით და მაშინ მეორე ადგილი დავიკავეთ. ისიც საინტერესო პროექტი იყო. კარგად მივდიოდით, ჟიურისაც მოვწონდით. პირველ ადგილზე მაშინ თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი გავიდნენ და მეორე ჩვენ დავიკავეთ. ეს დაახლოებით, 7 წლის წინ იყო.

- მოკლედ, "ორ ვარსკვლაში" მონაწილეობას დათანხმდი. რა გეგმები გაქვს? უკვე დაიწყე მუშაობა, რეპეტიციები?

- დავიწყეთ მუშაობა. ძალიან საინტერესოდ მიდის ეს პროცესი, მომწონს და მგონია, რომ ზოგადად მაგარი მეგაშოუ გამოვა. მაინც პირველია, ახალი ფორმატია, მსგავსი რაღაცები აქამდე კი შექმნილა, მაგრამ ეს მაინც განსხვავებულია, უფრო დახვეწილი, მასშტაბური და მრავალფეროვანი. მოკლედ, ვემზადებით, ძალიან მომწონს ჩემი პარტნიორი - კოტე თოლორდავა, რომელიც საყოველთაო სიმპათიას იმსახურებს. უყვართ, კარგი მსახიობია. აღმოჩნდა, რომ კარგი ადამიანიც ყოფილა, აქამდე ახლოს არ ვიცნობდი. მონდომებულია, ნიჭიერია, საქმის პროფესიონალია. ამ შემთვევაში, აქცენტი იმაზე კი არ არის, რამდენად სწორად აიღებს ის რაღაც ბგერებს. აქ აქცენტი გადატანილია მთლიანად სანახაობაზე, თუ რას და როგორ შევთავაზებთ მაყურებელს. როგორი იქნება თითოეული ნომერი. ასე რომ, კოტეს აქვს შანსი, ფინალში ვიყოთ. პროგნოზის გაკეთება ძნელია და შოუს მსვლელობისას გამოიკვეთება, ვინ გახდება კონკურსის ფავორიტი, მაგრამ მგონი, რომ შევძლებთ, მაყურებელი დავაჯეროთ, რომ ფინალში ვიდგეთ. თან, ვიმეორებ, ყველაფერი ორიენტირებული მხოლოდ ვოკალზე არ იქნება, არამედ იმაზე, როგორ შოუს შევთავაზებთ მაყურებელს.

- რას იტყვი, - მღერის კოტე?

- მღერის, ძალინ მომწონს მისი ხმის ტემბრი, თავისი მანერა აქვს და ამიტომ სწორად უნდა შევურჩიოთ სიმღერები. ვცდილობ, რომ მოვერგო. აქ მხოლოდ ჩემს სურვილსა და გემოვნებაზე არ არის ლაპარაკი, ანუ რა მინდა, რომ ვიმღერო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა უნდა კოტეს, რომ შეასრულოს. მოკლედ, მის შესაძლებლობებსა და მონაცემებს ვითვალისწინებ. ამ შემთხვევაში, ეს ხომ მისი კონკურსია. ჩვენ, მუსიკოსები მას ვეხმარებით.

- ზოგადად კონკურენტებზე რას იტყვი?

- საკმაოდ საინტერესო ჯგუფი შეიკრა, ძალიან მომწონს. ყველა სიამოვნებით დათანხმდა შემოთავაზებას, რომ მონაწილეობა მიეღო "ორ ვარსკვლავში". ამასთან, ნოემ დაამტკიცა, რომ კარგი პროექტების გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება კონკურენტებს, საკმაოდ ძლიერი ნაკადია. კარგი კონკურენტები გვყავსა. როცა ძლიერი კონკურენტები გყავს, მეტად ინდომებ და მოშვებული არ ხარ. განსაკუთებით ვერავის გამოვყოფ. რეპეტიციებზე დავდივარ და ცოტ-ცოტა ყველას ვუსმენ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველას აქვს შანსი, მოიგოს! თითოეული მონდომებულია და კარგად მღერის, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს მაყურებელი გადაწყვეტს, ვინ გაიმარჯვებს.

- ამ ეტაპისთვის როგორი განწყობა გაქვს? მგონია, რომ წინა თვეებთან შედარებით, დამშვიდებული ჩანხარ და ახლა კონკურსისთვის საბრძოლო შემართება გაქვს.

- კი, საბრძოლო შემართებით ვარ, მიხარია, რომ მორჩა ჩემ გარშემო ატეხილი საგიჟეთი, ქარიშხალი, თუმცა ვიღაცეები მაინც არ ჩერდებიან და რაღაცეებს ჩემი სახელით წერენ და ლაპარაკობენ. მაგრამ ზოგადად იმ ისტერიკამ, ტალღამ, რაც ჩემ გარშემო იყო, გადაიარა. მიხარია, რომ ახლა ჩემს საქმეზე მაქვს ლაპარაკი და არა სხვა საკითხებზე. ეს ის იყო, რაც ყოველთვის მეტად მინდოდა. დამერწმუნეთ, არასდროს მდომებია ჩემი პირადი ცხოვრება წამომეწია წინ და თან, ისეთი დოზითა და ფორმით... დღემდე გაოცებული ვარ, რატომ მოჰყვა იმ ყველაფერს ისეთი რეზონანსი და ვერ ვხვდები. მოკლედ, რაკი ის ყველაფერი განელდა, ახლა ვიმეორებ, ამ პროექტისთვის ვარ შემართული.

ნინის მეწყვილეს, კოტე თოლორდავასაც დავუკავშირდით.

- მსახიობი ხარ და გასაკვირი არ არის, რომ მღეროდე, მაგრამ ახლა კონკურსში ერთვები და ეს შენგან უკვე გარკვეული პრეტენზიაც არის, ანუ საკონკურსოდ უნდა იმღერო...

- უნდა გითხრათ, რომ მე არ ვმღერი და ეს არის ამ სიტუაციის ირონიულობაც. აქამდე არასდროს მიმღერია. თუმცა რუსა მორჩილაძისა და ნინი ბადურაშვილის პროფესიონალიზმი და მათი აზრი ჩემს შესახებ, მაძლევს იმის რწმენას, რომ შეიძლება ავმღერდე...

- რაკი პროექტში აგიყვანეს და ამბობენ, რომ მღერი, ე.ი. ვმღერი... მგონი, რაღაც ახალი ფანჯარა იჭრება შენს შემოქმედებაში. რას იტყვი?

- საერთოდ მიმაჩნია, რომ მსახიობი უნდა მღეროდეს, მაგრამ თუ სმენა და ხმა არ აქვს და თავს ზევით ძალა არ არის... მაგრამ კარგია, როცა მღერის, ეს მას ახალ საინტერესო გამოწვევაში ჩართულობის გარანტიას აძლევს. მთელი ცხოვრება მინდოდა, კარგ მიუზიკლებში მეთამაშა, მაგრამ ყოველთვის მეშინოდა, არ ვიცოდი, ამას შევძლებდი თუ არა.

- ამის შემდეგ, დოი (დათო დოიაშვილი) რომელიმე მიუზიკლში აგიყვანს, მუსიკისა და დრამის თეატრში.

- კარგი იქნება... არა, მართლა, თუ ასე მოხდება, სიამოვნებით დავთანხმდები. დოისთან ძალიან მინდა მუშაობა და მაინტერესებს. თუ ის ასეთ ინტერვიუებს კითხულობს და მისთვის რამეს ნიშნავს, რომ მასთან მუშაობა მინდა, მზად ვარ, დიდი საიმოვნებით.

- იმედი მაქვს, დოი შენს ამ ოცნებას გაითვალისწინებს... მოკლედ, ახლა კი შენი სურვილი რაღაც ფორმით ახდა, - მიუზიკლს არა და მუსიკალურ პროექტს კი მიუახლოვდი.

- კი და აქ საქმე კონკურსთან გვაქვს. სცენაზე დადგომას ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები, იმიტომ რომ, ჩემი თამასა მაქვს და იმის დაბლა ჩამოწევა არ მინდა, ჰო, არ მინდა, თავი "წავიჯაყო" და ჩვენს მაყურებელს რაღაცნაირად გული გავუცრუო. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ბევრი რეპეტიცია და შრომაა საჭირო.

- არადა, როგორც ვიცი, მაგ პროექტის გარდა, საოცრად გადატვირთული ხარ.

- კი, უახლოეს ერთ თვეში რამდენიმე პრემიერა მელოდება, "პალიტრა ტვ"-ზე ახალი გადაცემა დავიწყეთ, დაკავებული ვარ გახმოვანებით, კიდევ პატარ-პატარა საქმეები მაქვს და რაღაცეებზე უდროობის გამო უარიც ვთქვი...

- რას გეუბნებიან, პროექტში რა უნდა იმღერო (როკი, ბლუზი თუ ჯაზი...)?…

- ყველაფერი უნდა იმღერო და რაც შორს წახვალ, ტურიდან ტურში, ამოცანა რთულდება. პირველ სიმღერას კონკურს გარეშედ ვმღერით. ნინი რომ გყავს მეწყვილე, თამამად ხარ, თუმცა მეტი პასუხისმგებლობით განწყობილი. ნინი იმდენად რეიტინგული მომღერალია, იმედიანად ვარ, მგონია, რომ ყველაფერი კარგად უნდა წავიდეს.

- ჰოდა, ამ ორი რეიტინგული ადამინის გარშემო ახლა რამე ხომ არ აგორდება?

- ჩვენ იმდენად მხნედ და შემართებით ვართ, პროფესიონალურად ვუდგებით ჩვენს საყვარელ საქმეს, რომ მაგას ყურადღებას არ მივაქცევთ. ისე კი, რატომღაც მგონია, რომ პოზიტიურად არის ხალხი ჩვენს მიმართ განწყობილი და იმ ადამიანებსაც კი, ვინც ცუდად გვიყურებს, შეხედულებას შევუცვლით ჩვენზე. ამის მჯერა.

- მეუღლემ რა გითხრა?

- განო ჩემი აქტიური "პადდელნიკია". საერთოდ კი, განო და ნინი კურსელები იყვნენ, გოგი მარგველაშვილის სტუდენტები გახლდნენ, სამსახიობო ფაკულტეტზე პირველ კურსზე ერთად სწავლობდნენ. მერე ორივემ სხვადასხვა გზა აირჩია... მოკლედ, ვეცდებით, მაყურებელს მოლოდინი არ გავუწბილოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ შოუ "ორი ვარსკვლავი" Facebook-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება