ვიქტორ იანუკოვიჩი შესაძლოა, ჰააგის ტრიბუნალს გადაეცეს

ვიქტორ იანუკოვიჩი შესაძლოა, ჰააგის ტრიბუნალს გადაეცეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უმაღლესმა რადამ მიიღო დებულება უკრაინის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის აღიარების თაობაზე.

ამასთან, დეპუტატები მოითხოვენ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჰააგის ტრიბუნალს გადასცენ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო და ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკა.

უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესი რადა ასევე ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცენ სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც დამნაშავენი არიან მოქალაქეების გატაცებაში, ცემაში, უკანონო დაკავებებსა და მკვლელობებში.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, კიევში 18-დან 20 თებერვლის ჩათვლით 82 ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა