ვიტალი კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვიტალი კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

"დიახ, კენჭს ვიყრი უკრაინის პრეზიდენტად, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინამ სრულად უნდა შეცვალოს თამაშის წესები. უნდა დამყარდეს სამართლიანობა. ზუსტად ვიცი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია", - განუცხადა ვიტალი კლიჩკომ რადაში მყოფ ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, ის საკუთარ თავს ვერ ხედავს ახალი მთავრობის შემადგენლობაში.

უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტობის მსურველებს საკუთარი კანდიდატურების დასახელება 25 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა