მილა იოვოვიჩი მაიდანზე დაზარალებულთათვის ფულს აგროვებს

მილა იოვოვიჩი მაიდანზე დაზარალებულთათვის ფულს აგროვებს

ჰოლივუდის მსახიობი მილა იოვოვიჩი ევრომაიდანზე დაზარალებულთათვის თანხას აგროვებს.

"ბევრი ფიქრის შემდეგ გავხსენი სამი საიტი - ორი საინფორმაციო და ერთი შემოწირულობების შესაგროვებლად. შემოწირულობების საიტი წარმოადგენს უკრაინული "წითელი ჯვრის" საიტს, რადგან "წითელი ჯვრის" მოხალისეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ახალ ამბებში.  ვგრძნობ, რომ შემოწირულობა რეალურად დაეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება",- დაწერა მსახიობმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ასევე, იოვოვიჩმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მომიტინგეებს ეხმარებოდა და მათ მიმართ გულგრილი არ ყოფილა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება