5 ვარსკვლავი, რომელმაც აბორტი გაიკეთა

5 ვარსკვლავი, რომელმაც აბორტი გაიკეთა

მხატვარ ფრიდა კალოს 3 აბორტის გაკეთება მოუწია, ხოლო ავა გარდნერი ორჯერ ელოდებოდა ბავშვს ფრენკ სინატრასგან. წარმოგიდგენთ 5 ვარსკვლავს, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს.

მერლინ მონრო - ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს, მერლინ მონროს 12 აბორტი ჰქონია გაკეთებული. ამის შესახებ ნორმან მეილერი მერლინ მონროს შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში წერს.

ჯოან კოლინზი - 20 წლის ასაკში ბრიტანელმა მსახიობმა აბორტი მაშინ გაიკეთა, როცა თავისი საქმროსგან, უორენ ბიტისგან დაფეხმძიმდა, ბიტი მასზე 4 წლით უმცროსი იყო.

ავა გარდნერი - ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის 40-50 იანი წლების კინოვარსკვლავი. მსახიობმა 2 აბორტი გაიკეთა, ამასთან, ის ორივეჯერ ფრენკ სინატრასგან ელოდა ბავშვს.

ფრიდა კალო - მხატვარს, ნაყოფის არასწორი მდებარეობის გამო,  3 თერაპიული აბორტის გაკეთება მოუწია.

ჯუდი გარლენდი -  1941 წლის 28 ივლისს ამერიკელი მსახიობი ჯუდი გარლენდი 31 წლის მუსიკოსს დევიდ როუზს გაჰყვა ცოლად. მალე ის დაფეხმძიმდა, თუმცა, დედის, ქმრისა და დამსაქმებლის - კინოსტუდია MGM-ის დაჟინებული მოთხოვნით, აბორტი გაიკეთა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება