კონსტანტინ მელაძე საცხოვრებლად ვერა ბრეჟნევასთან გადავიდა

კონსტანტინ მელაძე საცხოვრებლად ვერა ბრეჟნევასთან გადავიდა

ჯგუფ "ვია გრის" ცნობილი ჰიტების ავტორი კონსტანტინ მელაძე საცხოვრებლად კიევის ცენტრში, მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან გადავიდა. ცნობილი წყვილის რომანი როგორც მათი მეგობრებისთვის, ისე კვარტალ "ვოზდვიჟენკას" მაცხოვრებლებისთვის საიდუმლო აღარ არის.

სწორედ ამ ქუჩაზე  32 წლის ბრეჟნევამ ახალი წლის წინ მდიდრული პენტჰაუსი შეიძინა, რომელშიც არა მხოლოდ ქალიშვილებთან - 13 წლის სონიასთან და 4 წლის სარასთან, არამედ საყვარელ მამაკაცთან - პროდუსერ კონსტანტინ მელაძესთან ერთად ცხოვრობს.

კიევში გამოცემა Heat.ru-ს კორესპონდენტებმა მელაძე ვერა ბრეჟნევას სახლიდან გამოსვლისას შენიშნეს.

გამოცემის ინფორმაციით, მელაძე და ბრეჟნევა დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, ამის შესახებ ამ ელიტური ბინების გაყიდვების ოფისშიც კი იციან.

"ამ სახლში კონსტანტინს საკუთარი აპარტამენტები არ აქვს, მიუხედავად ამისა, ის აგრძელებს ოფიციალურად განცხადებას, რომ მასსა და ვერას შორის საერთო არაფერია. თუმცა, კონსტანტინი მეუღლეს ეყრება, ვერაც განქორწინებულია. რატომაც არა",- განაცხადეს სარეალტორო კომპანიაში.

ჭორები 50 წლის კომპოზიტორისა და გოგონების ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტის რომანის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება, მაგრამ თავად პროდუსერმა აღნიშნული ინფორმაცია არაერთხელ უარყო.

პირველად, პროდუსერისა და მომღერლის რომანის შესახებ დაახლოებით რვა წლის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ცოლიანი კონსტანტინი და გათხოვილი ვერა ვალერი მელაძესა და ალბინა ჯანაბაევასთან ერთად იურმალას სანაპიროზე შეამჩნიეს.

მომზადებულია Heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება