რამდენ მილიონს ფლობს იანუკოვიჩის ოჯახი

რამდენ მილიონს ფლობს იანუკოვიჩის ოჯახი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოჯახის ქონება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ანდერს ასლუნდმა განაცხადა.

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინამ საკუთარი მთავრობის მიერ უპრეცედენტო ძარცვა გადაიტანა. იანუკოვიჩის ოჯახის ქონება 12 მილიარდ დოლარს შეადგენს", - განაცხადა ასლუნდმა.

მისივე თქმით, უკრაინის ახალ ხელისუფლებას საერთაშორისო დახმარება დასჭირდება "ნაძარცვის" რაღაც ნაწილის დასაბრუნებლად.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ექს-პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა ოფიციალურად გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა