ია ფარულავა ბავშვის გაჩენისთვის "გეგმა 2-ს და გეგმა 3-ს ამუშავებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ტაილანდიდან

ია ფარულავა ბავშვის გაჩენისთვის "გეგმა 2-ს და გეგმა 3-ს ამუშავებს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ტაილანდიდან

დაახლოებით ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ სუროგაციის გზით შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ფარულავას ახლობლების თქმით, მსახიობი უკვე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და სუროგაციისთვის საჭირო პროცედურები გაიარა. Ambebi.ge ია ფარულავას დაუკავშირდა:

- ტაილანდში ვიმყოფებოდი მარიამ კუკუნაშვილთან ერთად, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკებია და სუროგაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა ყველა სტანდარტის დაცვით კეთდება. კვლევების ჩასატარებლად ჩავედი, ასევე ვნახე სუროგატი ქალბატონები. ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან შანსი 50/50-ზეა. ჩემი მხრიდან მზაობა დიდია, მყავდეს შვილი და ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი.

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ ბავშვის გაჩენა?

- მე გავთხოვდი, მყავს მეუღლე, ამიტომ გადავწყვიტეთ, ოჯახს ოჯახის ფორმა მივცეთ. რეპროდუქციული სისტემა ჩემს ასაკში ცოტა დახშობილია, მაგრამ არის შანსი, რომ ამოქმედდეს, თუ ეს არ მოხდა, მაქვს გეგმა 2 და გეგმა 3, რომელზეც ახლა არ მინდა საუბარი, ეს მე და მარიამმა გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი გოგონაა მარიამი, ასე რომ დამიდგა გვერდით. ვნანობ, რომ 8 წლის წინ არ იყო საშუალება ამ ყველაფერში კარგად გავრკვეულიყავი.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ:

ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება